მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

პროგრამა

დავით ლანჩავა

1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ; 1991-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კანონთა წიგნის მომზადების რედაქტორის თანამდებობიდან სასამართლო ორგანოების ორგანიზაციული მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტამდე. ამ პერიოდშივე, მიენიჭა იუსტიციის უმცროსი მრჩეველის საკლასო ჩინი. სამინისტროს ეგიდით მონაწილეობდა სამთავრობო კომისიებში და საერთაშორისო კონფერენციებში; 1992 წლიდან მოყოლებული, ეწევა კერძო საადვოკატო პრაქტიკას და ხელმძღვანელობს დავით ლანჩავას საადვოკატო ბიუროს. 2005-2009 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2009 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" და დღემდე მისი გამგეობის წევრია. ამასთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია, ხოლო 2013 წლიდან მოყოლებული, აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომერციული კომიტეტის თავმჯდომარე. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 10 შვილი.

აღმასრულებელი საბჭო

ეთიკის კომისია

სარევიზიო კომისია

არაადვოკატი წევრები

გოგა ჩანადირი

1998 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი;
1990-1999 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის 1-ლი და მე-2 არხის კორესპონდენტი, გადაცემების წამყვანი. ასევე, 1998 წელს იყო გაზეთ "ალიას" საინფორმაციო განყოფილების  რედაქტორი, 1999-2003 წლებში კი "დილის გაზეთის" რეპორტიორი.
2000 წლიდან დაიწყო ფოტოგრაფიული საქმიანობა, თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნების არაერთ ბეჭდურ გამოცემასთან; განახორციელა არაერთი ფოტოპროექტი როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა: გაეროს ასოციაცია საქართველოში, საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, წითელი ჯვრის საქართველოს წარმომადგენლობა, შვეიცარიის განვითარების ოფისი, "აწარმოე საქართველოში" და სხვ. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოგამოფენებში, როგორიცაა თბილისის ყოველწლიური გამოფენა; სტრასბურგი, ევროსაბჭო, კიევი; ასტანა, სტამბოლი, ტაშკენტი; იენა; კიევი; ქუთაისი; ბათუმი; ვარშავა; ჟენევა და სხვ.
2013 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, 2014 წელს - მედიაპრიზი ოქროს ფრთა და ასევე, არის ფოტოკონკურსის სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი.
ამასთან ერთად, დაკავებულია სამოქალაქო მოძრაობით.

ანა ფირცხალაშვილი

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგიტრო პროგრამა;
2009 წელს მიენიჭა პოტსდამის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
2014 წლიდან დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი;
2015 წლიდან არის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ექსპერტი;
2015-2016  წლებში იყო DAAD-ის სტიპენდიანტი, ხოლო 2016 წელს - Carl Friedrich Goerdeler Kolleg-ის სტიპენდიანტი.
2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ექსპერტი;
2017 წელს ფრიდრიხ-ერბერტის ფონდის ექსპერტი;
2017 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ექსპერტი, ასევე,  საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სტიპენდიანტი.
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სამეცნიერო წიგნების რედაქტორი;