ბონდო ალასანია
- November 30, 2017
- by
1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999–2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და ადმინისტრაციული
რეფორმების კომიტეტის აპარატში, ქ. თბილისის
მერიაში საგარეო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის ცენტრის სპეციალისტად, მთავარ
სპეციალისტად და ბოლოს,დირექტორის მოადგილედ;
2000–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო რეგისტრაციის და იმიგრაციის
დეპარტამენის მრჩევლად;
2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის
თავმჯდომარედ;
2003 წლიდან მოყოლებული ეწევა კერძო საადვოკატო პრაქტიკას.
ამასთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი
წევრი და 2013 წლიდან კი აღმასრულებელი საბჭოს წევრია.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.