მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

Monday, December 4, 2017

ბუაძე ქეთევან

  • December 04, 2017
  • by
2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2011 მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლნის უნივერსიტეტის LL.M. ხარისხი, ხოლო 2012 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის კერძო სამართლის დოქტორანტი.
2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წლიდან სამართლებრივ უზრუნველყოფას უწევს არაერთ კომპანიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
2012 წლიდან არის სხვადასხვა ორგანიზაციის ტრენერი. 2016 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში .
2014 წლიდან არის აღმასრულებელი დირექტორი "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის".
2016 წლიდან არის იურიდიული ფირმა BSH-ის პარტნიორი.
გახლავთ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამართლის სკოლის, კურსის, ტრენინგისა თუ კვლევის მონაწილე ან/და მომხსენებელი; 
მათ შორის,  გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ბიურო „Bülow & Collegen” (ჰაილბრონი). ასევე, გავლილი აქვს ბიზნეს სამართლისა და ინტელექტუალური საკუთრების კურსი ბუცერიუსის სამართლის სკოლაში (ჰამბურგი). ასევე, საერთაშორისო საგადასახადო სამართლის კურსი International Bureau of Fiscal Documentation (IBFD) და სამშენებლო კონტრაქტების სპეციალური კურსი International Federation of Consulting Engineers (FIDIC).
სადოქტორო კვლევის ფარგლებში გახლდათ მკვლევარი მაქს პლანკის კერძო სამართლის ინსტიტუტში. 
 გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია კერძო და საჯარო სამართალში.
2014 წლიდან ეწევა ასევე პრო ბონო საქმიანობას.
ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.