კახაბერ ჟღენტი
- December 04, 2017
- by

1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით, ხოლო 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
2011 წელს დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსების სპეციალობით.
2016 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.
2002 წლიდან არის სს ”თამ“ თბილავიამშენის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2003 – 2010 წლებში იყო შპს „თბილავიამშენის“ კორპორაციული მენეჯერი და პარტნიორი;
2009 - 2011 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
2016 წლიდან არის შპს „თამ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციულ და იურიდიულ საკითხებში.