მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

Monday, December 4, 2017

ნათია ქაჯაია

  • December 04, 2017
  • by

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
ამჟამად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის მიმართულებით;
2004-2009  წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახურის მრჩეველი, მთავარი კონსულტანტი; ახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას სასამართლოებში;
2009-2010 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
2010-2011 წლებში იყო  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მონიტორინგის სამმართველოს მრჩეველი, რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველი;   
2003–2014 წლებში სხვადასხვა  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იყო ასისტენტ–პროფესორი, მოწვეული სპეციალისტი;                                                             
2011 წლიდან დღემდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტია;
2014 წლიდან დღემდე შპს ,,ნათია ქაჯაიას საადვოკატო ოფისის" მმართველი პარტნიორი და ადვოკატია;
ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები;
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.