ლაზარე ძირკველიშვილი
- December 04, 2017
- by
1983
წელს დაამთავრა ქ.რუსთავის N94 ტექნიკური სასწავლებელი, 1992 წელს მიიღო სახელმწიფო
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, ხოლო
1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1993-1994 წლებში
მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ კავშირის
სასწავლო სამეცნიერო განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
1997-1999
წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო უზრუნველყოფისა და
ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
1999-2002
წლებში მუშაობდა ქვემო ქართლის მომხმარებელთა კავშირის იურიდიული ცენტრის იურისტ-კონსულტანტის
პოზიციაზე და ამასთან ერთად, ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას.
2003 – 2012 წლებში იყო გარდაბნის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 2012-2013 წლებში იყო რეზერვის
მოსამართლე.
2010 წლიდან დღემდე თსუ-ს მოწვეული ლექტორი (გაკოტრების
სამართალი);
2014
წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
