გიორგი ნასყიდაშვილი
- December 04, 2017
- by

2012
წელს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში გაიარა სასამართლო უნარ-ჩვევების
განვითარების საბაზისო კურსი, სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარების გაძლიერებული
კურსი და სამართლებრივი მართლწერის უნარ-ჩვევები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
გასაჩივრების პროცედურების კურსი.
2000 -2005 წლებში იყო იურიდიული ფირმა შპს “გრაალი“-ს იურისტი, ადვოკატი,
2004 წლიდან კი “გიორგი ნასყიდაშვილის საადვოკატო ბიურო“-ს ადვოკატი.
2005 – 2009 წლები მუშაობდა შპს “გზის მშენებელი #11“-ს იურიდიული სამსახურის
უფროსის პოზიციაზე, 2010 წლიდან დღემდე კი არის შპს “ნიუ ქონსთრაქშენი“-ს იურიდიული
სამსახურის უფროსი.
2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო და ადმინისტრაციული
სამართლის სპეციალიზაციით.
2013 წელს დაარსა ა(ა)იპ “ადვოკატები საკანონმდებლო ინიციატივებისათვის“, რომლის
გამგეობის წევრიცაა.
2015 წლიდან დღემდე არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის “სამართლიანი არბიტრის“ არბიტრი;
2016 წლიდან არის შპს “GEORGIAN LAWYERS CORPORATION“-ის (“ჯი ელ კორპ“) პარტნიორი
და აღმასრულებელი დირექტორი.