მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

Monday, December 4, 2017

ნიკოლოზ შეყილაძე

  • December 04, 2017
  • by
2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, 2013 წელს - იმავე უნივერსიტეტის  მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ხოლო 2015 წელს - მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში.
2010-2011 წლებში მუშაობდა სვანიძე, ინგოროყვა, გამყრელიძის საადვოკატო ბიუროში სამართლებრივი და ფინანსური მრჩეველის პოზიციაზე. ასევე, 2011 წელს იყო ,,IDS ბორჯომი თბილისი“-ს იურისტი.
2010 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ეწევა დამოუკიდებელ Pro Bono პრაქტიკას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.
2011-2014 წლებში იყო იურისტი ,,გალფ ოილ ინტერნეშენალის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში“, 2014-2016 წლებში იკავებდა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას, ხოლო 2016 წლიდან დღემდე წარმოადგენს იმავე კომპანიის იურიდიული, საკადრო და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს.
2016 წლიდან დღემდე არის BSH Think Legally-ს მმართველი პარტნიორი.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.