მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

Monday, December 4, 2017

ნინო ლიპარტია

  • December 04, 2017
  • by
2009 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2011 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2012 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია;
2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
2010-2012 წლებში იყო დავით ერისთავის იურიდიული ჯგუფის ადვოკატი. 2012 წლიდან დღემდე არის სადაზღვევო კომპანია „არდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი.
2013 წლიდან დღემდე არის სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2012 წლიდან იყო პარიზის საერთაშორისო აკადემიის, ჰააგის საერთაშორისო აკადემიის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი), პრაღის მედიაციის აკადემიის, შვედეთის ინსტიტუტის, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის სტიპენდიანტი. გავლილი აქვს პროფესიული პრაქტიკა არბიტრაჟთა საერთაშორისო ასოციაციაში (ბრიუსელი, ბელგია).
2015 წელს გაიარა საარბიტრაჟო სამართლის კურსი პარიზის საერთაშორისო აკადემიაში, ხოლო 2016 წელს - საერთაშორისო კერძო სამართლის კურსი ჰააგის საერთაშორისო აკადემიაში.
2016 წელს წარმატებით გაიარა მედიატორთა სასერთიფიკაციო პროგრამა პრაღის მედიაციის აკადემიაში და არბიტრაჟთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული სასერთიფიკაციო პროგრამა „European Mediation Program for practice of Justice”. არის სერთიფიცირებული მედიატორი.
2016 წელს დააფუძნა ,,იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი“ (LPDC) და არის ამავე ცენტრის თავჯდომარე.
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი.