მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

Monday, December 4, 2017

გულიკო კაჟაშვილი

  • December 04, 2017
  • by

2005-2006 წლებში სწავლობდა აშშ-ს ისტ.ფორსაისის უმაღლეს სკოლაში. 
2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2012 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2012 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 
2008 წლეს სწავლობდა ჯორჯ თაუნისა და შარლზის უნივერსიტეტში , პოლიტიკურ და ეკონომიკურ სწავლებაზე ამერიკულ ინსტიტუტში,პრაღაში,ჩეხეთში. 
2009 წელს მუშაობდა "თბილისის საარბიტრაჟო უნივერსიტეტში" არბიტრის თანაშემწის პოზიციაზე. 
2010 წელს მუშაობდა კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევათა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო 2011 წელს იყო იმავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი. 
2012 წლიდან არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა მოწვეული ლექტორი. 
2014 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; 
2015 წელს მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს - ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე, ხოლო 2015 წლიდან დღემდე არის შპს ,,ბი ემ სი გორგიას" მთავარი იურისტი; ასევე, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. 
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი