მამუკა ყავლაშვილი
- December 04, 2017
- by
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი;
1995 წელს მუშაობდა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურში იურისტის პოზიციაზე;
1996-1999 წლებში მუშაობდა ადვოკატად საადვოკატო ბიურო შპს ,,სიმართლეში", ხოლო 2000-2004 წლებში - შპს ,,იურსერვისის" ადვოკატი იყო.
2004-2007 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „ყავლაშვილი და გაბუნია“-ს ადვოკატი;
2007-2013 წლებში იყო სპს „გაბუნია და პარტნიორების“ ადვოკატი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე არის შპს „ყავლაშვილის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი;
ფლობს ქართულ რუსულ და ინგლისურ ენებს;
