მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

Monday, December 4, 2017

როინ მიგრიაული

  • December 04, 2017
  • by

1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,
1995-1997 წლებში, გერმანიის სახელმწიფო სტიპენდიის ფარგლებში, სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ბრემენის უნივერსიტეტში, გერმანიაში.
1993 წელს სხვა თანამოაზრეებთან ერთად დაარსა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
1990-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კონსულტანტიდან მინისტრის მრჩევლის პოზიციამდე;
1997 წლიდან მოყოლებული ეწევა საადვოკატო საქმიანობას და 2000 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს ,,მიგრიაული და პარტნიორები“;
1997 წლიდან მოყოლებული ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორია, ასევე, არაერთი მონოგრაფიისა და სამეცნიერო პუბლიკაცების ავტორი.
2004-2009 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
2009 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - 'საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" და დღემდე მისი გამგეობის წევრია.
2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.