დავით ძიძიგური
- December 04, 2017
- by
1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
1998 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო და კორპორატიულ სამართალის მიმართულებით და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება;
1995 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
1996 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანიის „ყიფიანი, მგალობლიშვილი, ძიძიგურის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი;
1997-1998 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კორპორატიული სამართლის კურსის ლექტორი;
არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი;
ფლობს ქართულ და რუსულ ენებს;
