როინ მიგრიაული
- December 01, 2017
- by
საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1997 წლიდან.
1991 წელს–დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტი;
1995-1997-წლები–ბრემენის უნვერსიტეტი (გერმანია) სმეცნიერო სტაჟირება DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში;
2006 წლები– ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია) სამეცნიერო კვლევა DAAD-ის სიპენდიის ფარგლებში;
2005 წელს–მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
მიღებული აქვს მსოფლიო ბანკის სერტიფიკატები „დუინგ ბიზნესი 2014“; „დუინგ ბიზნესი 2013“; „დუინგ ბიზნესი 2009; „დუინგ ბიზნესი 2006“;
2005წლიდან–არისსსიპ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“;
2010წლიდან–ააიპ – საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის დამფუძნებელი, გამგეობის წევრი;
2012 წელიდან–კავკასიის უნივერსიტეტი–კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
2012 წლიდან–კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2010 წლიდან–სულხან–საბას სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2008–2012 წლები–საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2007–2008 წლები–თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი;
1997–2006 წლები – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სამოქალაქო სამართლის კათედრის წევრი, ასოცირებული პროფესორი;
2006-2010 წლებში–სსიპ – „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“აღმასრულებელი საბჭოს წევრი. არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს წევრი;
2000 წლიდან–საადვოკატობიუროს“მიგრიაული და პარტნიორები„ხელმძღვანელი პარტნიორი,ადვოკატი;
1999-2000 წლებში–საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პატარაია“ხელმძღვანელი პარტნიორი, ადვოკატი;
1997-1999წლები–„როინ მიგრიაულის“ საადვოკატო ბიურო; დამოუკიდებელი ადვოკატი;
1995-1998 წლებში–სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი;
1990-1995წლებში–საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტი, განყოფილების უფროსი, მინისტრის მრჩეველი;
1990წელი–საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და სხვა პუბლიკაციები: „ქართული კერძო სამართლის საკითხები,“ , თბილისი 2011; „გადახდისუუნარობის საქართველოს კანონი, დახასიათება და შედარება გაკოტრების საქართველოს კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან“ (თანაავტორობა ჰაინრიჰ შნიტგერთან), თბილისი 2011; „შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, 2–ე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2006 წ. მე–60 და 61–ე მუხლების კომენტარი, წიგნში: “საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები“, მე–2 გამოცემა, გამომცემლობა „საარი“, 2006 წ.
მე–60 და 61–ე მუხლების კომენტარი, წიგნში: “საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები“, 1–ლი გამოცემა, გამომცემლობა „თერგი XXI“, 2005 წ. “შპს–ის გაკოტრების სამართლებრივი ასპექტები“ (შედარებითი ანალიზი ინზოლვენციის გერმანულ სამართალთან) , 1–ლი გამოცემა, თბილისი 2004 წ.
„შესავალი გაკოტრების სამართალში“, დამხმარე სახელმძღვანელო, 1–ლი გამოცემა, თბილისი 1999წ.
ფლობს რუსულ, გერმანულ და იგლისურ (სასაუბრო) ენებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩეულია 2013 წლის დეკემბერში.