მოგესალმებით

დავით ლანჩავა

ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები

Thursday, November 30, 2017

დავით ლანჩავა

  • November 30, 2017
  • by

1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ;
 1991-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კანონთა წიგნის მომზადების რედაქტორის თანამდებობიდან სასამართლო ორგანოების ორგანიზაციული მართვის სამმართველოს მთავარ სპეციალისტამდე. ამ პერიოდშივე, მიენიჭა იუსტიციის უმცროსი მრჩეველის საკლასო ჩინი. სამინისტროს ეგიდით მონაწილეობდა სამთავრობო კომისიებში და საერთაშორისო კონფერენციებში;
 1992 წლიდან მოყოლებული, ეწევა კერძო საადვოკატო პრაქტიკას და ხელმძღვანელობს დავით ლანჩავას საადვოკატო ბიუროს.
 2005-2009 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
 2009 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" და დღემდე მისი გამგეობის წევრია. ამასთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია, ხოლო 2013 წლიდან მოყოლებული, აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომერციული კომიტეტის თავმჯდომარე.
  ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
  ჰყავს მეუღლე და 10 შვილი.